ანა ბუჩუკური - გიორგი გახარია იმაზე მეტადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“

ვხუმრობ ხოლმე და ეს მართლა ასეა, გიორგი გახარია იმაზე მეტად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ვთქვათ, ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გიორგი გახარია აქტიურადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული.

„უბრალოდ, თემა არის ის, რომ განსხვავებული ტაქტიკა აქვს ჩვენს გუნდს და გუნდის ლიდერს არჩეული, როცა საქმე მედიასთან გამოჩენას ეხება, თორემ პოლიტიკური თვალსაზრისით ის ძალიან აქტიურია ყოველდღიურად. გარდა პარტიული საქმიანობისა, ის ძალიან აქტიურადაა კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ფაქტობრივად ყოველდღიურ კომუნიკაციაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიტყვას მათთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ დამატებითი ფასი აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე ვაპირებთ გაგრძელებას, მეღიმება ხოლმე, როცა ვიღაცის პოლიტიკურ აქტიურობაზე და ვიღაცის ნაკლებად აქტიურობაზე საუბრობენ, ზოგი ჩვენი კოლეგა შეიძლება "სელფაობით" არის დაკავებული ბრიუსელიდან, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი მართლა მუშაობს. ჩვენი აზრით, სწორად მივდივართ, რაში რა დაკონვერტირდება, ეს გამოჩნდება როცა გამოჩნდება, არჩევნებს ვგულისხმობ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს