ევროკავშირში საქართველოს ელჩი - ოლივერ ვარჰეის ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალმა რეალობამ მოუტანა საქართველოს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრებზე აუცილებლად იქნება საუბარი იმ 12 პრიორიტეტზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს დაუსახა იმისთვის, რომ ახლო მომავალში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი გახდეს, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისრის თბილისში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, ოლივერ ვარჰეი თბილისში შეხვედრებს გამართავს, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„მოგეხსენებათ, რომ ივნისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველო გაფართოების კალათაში გადაიყვანა, შესაბამისად, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ ახალმა რეალობამ მოუტანა საქართველოს. შეხვედრებზე აუცილებლად იქნება საუბარი იმ 12 პრიორიტეტზე, რომელიც ევროკომისიამ დაუსახა საქართველოს იმისთვის, რომ ახლო მომავალში გახდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი. შესაბამისად, ქართული მხარე ევროპულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას 12 პრიორიტეტის მიმართულებით, განხორციელებული სამუშაოების და ზოგადად, პროცესის მიმართულებით. რა თქმა უნდა, შეხვედრებზე ასევე საუბარი იქნება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით, ისევე, როგორც იმ ფლაგმანი ინიციატივების განხორციელების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად შეიმუშავეს დაახლოებით ერთი წლის წინ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირების თემატიკას, იმ ინიციატივებსა და პროექტებს, რომელიც კავშირშია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროსთან. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი, რა თქმა უნდა, შეხვედრებს გამართავს, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იქნება გაფართოებული შეხვედრა ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან და ინსტიტუტებთან, განიხილება ის ეკონომიკური, თუ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს“- განაცხადა მახარობლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს