სამწუხაროდ, ამ ტერმინის შემოტანამ ქართულ რეალობაში მხოლოდ პოლარიზაცია და რადიკალიზმის გაზრდა გამოიწვია. რაც უფრო მეტია გაურკვევლობა იმაში, თუ რა არის ოლიგარქობა, რას ნიშნავს და რასთან არის დაკავშირებული, მით უფრო მაღალია პოლიტიკური ტემპერატურა და რადიკალიზაცია, ამიტომ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სიცხადე ამ საკითხში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი შეფასებით, როგორც კი აღნიშნულ საკითხში იქნება სიცხადე, რადიკალიზაცია დაიკლებს.
„დეოლიგარქიზაციის პროექტთან დაკავშირებით, როდესაც იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბარი, ევროკომისიის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, მათ შორის, შეფასებაში ჩაიწერა, რომ ამ კანონის მიღებისთვის შეაქეს უკრაინა და მოუწოდეს მას, რომ ეს კანონი აღესრულებინა. ჩვენ ავიღეთ უკრაინული კანონი და პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოვიტანეთ, ამიტომ რაც კარგად არის უკრაინაში შეფასებული, შეუძლებელია აქ საწინააღმდეგო მოსაზრება იყოს ამაზე. გარდა ამისა, ჩვენ როგორც ვიცით, მოლდოვაც აპირებს, რომ უკრაინული გამოცდილება გაიზიაროს.
სამწუხაროდ, ამ ტერმინის შემოტანამ ქართულ რეალობაში მხოლოდ პოლარიზაცია და რადიკალიზმის გაზრდა გამოიწვია. რაც უფრო მეტია გაურკვევლობა იმაში, თუ რა არის ოლიგარქობა, რას ნიშნავს და რასთან არის დაკავშირებული, მით უფრო მაღალია პოლიტიკური ტემპერატურა და რადიკალიზაცია, ამიტომ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სიცხადე ამ საკითხში. როგორც კი იქნება ამ საკითხში სიცხადე, შესაბამისად, რადიკალიზაციაც დაიკლებს და ეს ვფიქრობ, რომ არის ჩვენი ვალდებულება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.