ნუგზარ წიკლაური - სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის, ძალიან ვულგარული იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური „პრიმიტიულ პარტიზანობას“ უწოდებს პარტიის წევრთა ნაწილის მიერ საჯაროდ გამართულ ბრიფინგს, რომელზეც მათ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნული ფორმით გამართულმა ბრიფინგმა პარტიას არანაირი სიკეთე არ მოუტანა. წიკლაურმა კოლეგები იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ბრიფინგი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართეს.

„ამ ფორმაზე ვიტყვი, რომ იყო პრიმიტიული პარტიზანობა და ამან არაფრით რაღაც სიკეთე არ მოუტანა პარტიას, არ ემსახურებოდა პარტიის ინტერესებს, ასევე ვიტყოდი, რომ უპასუხისმგებლო იყო ასეთი გადაწყვეტილება...

პოლიტიკური პარტია სწორედ ასე ვპოზიციონირებდით, რომ ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებისაგან სააკაშვილი დისტანცირებულია. აი, ამ ვითარებაში მისი ბიბლიოთეკის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის, მე მიმაჩნია, რომ ძალიან ვულგარული იყო. ძალიან დასანანია, რომ ჩვენი მეგობრების ერთმა ნაწილმა ასეთ ხერხს მიმართა“, - აღნიშნა წიკლაურმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, პარტიაში საარჩევნო პროცესი არის გახსნილი, უკვე არსებობს საარჩევნო ჯგუფი, მოდერატორი კი გია ბარამიძეა. მისივე თქმით, სულ რაღაც ათიოდე დღეში იქნება პასუხი იმაზე, თუ რა ფორმით სურთ ჩატარდეს ეს არჩევნები.

„მე მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი, ღია პროცესი. ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს იყოს ფართო არჩევნები. იქ უკვე გამოჩნდება, რა არის იდეოლოგიური პლატფორმა სხვადასხვა კანდიდატების, როგორია მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტირებიც და ასევე, მისი განხორციელების გზები. რა ტიპის ნაცნობობა აქვთ მათ, რა ტიპის ურთიერთობები დასავლეთში, როგორია ორიენტირები საშინაო პოლიტიკასთან, ეკონომიკურ ხედვებთან დაკავშირებით. ეს იქნება ძალიან ფართო სპექტრის არჩევნები და ამიტომ მოსაზრებები როგორიც ექნებათ პარტიის სხვადასხვა ლიდერს, იქნება მოსმენილი. მე ვფიქრობ, რომ ერთი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი. შეხვედრების შესაძლებლობა უნდა იყოს, აზრის გამოთქმის, პრესასთან ურთიერთობის“, - დასძინა წიკლაურმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებითვე, თვითონ ნიკა მელიამ გამოთქვა მზაობა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო და „თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, დემოკრატიული, ევროპული გზით უნდა გადაწყდეს საკითხები“.

„იყო თანხმობა ამის შესახებ, ვსაუბრობდით ამის შესახებ, ოღონდ ვლაპარაკობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხს დაველოდოთ, რომელიც ახლა უნდა გადაწყდეს და სრულიად მოულოდნელად, აი, მოწმენდილ ცაზე, უცებ, გამოვიდნენ ადამიანები და აბა, სასწრაფოდ ჩაატარეთ არჩევნები და აი, ასეთი „ვორდინგით“ მიმართეს პარტიის ხელმძღვანელობას. ეს არ იყო ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება“, - დასძენს წიკლაური.

მისივე თქმით, მთავარი არის ის ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მინდა გავიხსენო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი პოსტ-საბჭოთა პერიოდის პარტიაა, რომელმაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეინარჩუნა თავი და დღემდე არის მთავარი ოპოზიციური პარტია. ამას სჭირდებოდა დიდი მხარდაჭერა ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერების, ზოგიერთ შემთხვევაში თავგანწირვა და თავდადებაც, ამიტომ ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღებოდეს მათთან ერთად“, - დასძინა წიკლაურმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება