ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ, მისი დანაშაულებები უნდა აღიარონ

უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ, მისი დანაშაულებები უნდა აღიარონ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოს დეპოლარიზაციას კი არ ახდენენ, არამედ პოლარიზაციის გამღვივებლებად გვეჩვენებიან.

„საქართველოში მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს ევროკომისარს და იქნება განხილვა იმ მიღწევების და გამოწვევების, რაც ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გვაქვს, მაგრამ ამ კონტექსტში არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპარლამენტისთვის არის გამზადებული, სადაც როგორც ყოველთვის, ობიექტური ნაწილის გარდა, ბოლოში პოლიტიკური მინაწერები ჩნდება, რომელიც თავიდან ბოლომდე შეიძლება შეფასებული იქნას მხოლოდ და მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლის და გარე პოლიტიკური დაინტერესებული აქტორების ერთობლივი ქმედება. ჩემმა კოლეგამ გააჟღერა, რომ ამ გზაზე მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას გათავისუფლება და ა.შ. მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ის ევროპარლამენტარები, რომელთა გვარების ჩამოთვლასაც ახლა არ დავიწყებ, აღიარებენ იმას, რომ ნიკა გვარამიას და მის პოლიტიკურ გუნდს „რუსთავი 2“ ჰქონდათ წართმეული, დაყაჩაღებული და სასამართლომ მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ ის კანონიერ მფლობელს დაუბრუნა?! აღიარონ ეს. აღიარებენ იმას, რომ ის 7 მილიონი, რომელიც უკვე სასამართლოს მიერ კანონიერ მფლობელთან დაბრუნებული „რუსთავი 2“-დან გაიტანეს და გაძარცვეს იმიტომ, რომ მფლობელს მაქსიმალურად ცარიელი ლოგო დაბრუნებულიყო, აღირებენ ამას?! თუ პირდაპირ უგულებელყოფენ საქართველოს კანონსაც, სასამართლოსაც, საზოგადოებრივ აზრსაც და ჯიუტად მოითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც მათი პოლიტიკური პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონების გათავისუფლებას სჭირდება. თუ ისინი თვლიან, რომ ეს დანაშაულებები ჩადენილია, შესაბამისი შეფასება გააკეთონ და მერე სთხოვონ პრეზიდენტს, რომ ამ ადამიანის შეწყალება მოხდეს, ან დაელაპარაკონ „რუსთავი 2“-ის მფლობელებს როგორ უყურებენ ისინი ამ საქმეს და თუ მედია თავისუფლებაა ამოსავალი წერტილი, ვინც რამდენიმე მედიის დაყაჩაღებაში არის მთავარი მონაწილე ფიგურანტი, შეიძლება თუ არა ის მედიაზე მოძალადე მედიათავისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდეს? ეს შეკითხვები საზოგადოებას აქვს და გამრუდებული სარკიდან მიღებულ პასუხებს იღებს ამ პირებისაგან.

ანალოგიურად ეხება ეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. თვლიან ეს ადამიანები, რომ მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლებრივი დანაშაულებები დანაშაულია?! თვლიან, რომ საქართველოში დივერსიული წესით შემოპარვა ემსახურებოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას? ამის შემდეგ ისაუბრონ ჰუმანური წესების აღსრულებაზე. ამავდროულად თვლიან, თუ არა, რომ კეზერაშვილს აქვს უფლება არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების და მედიების დამფინანსებელი იყოს, ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. ეს კითხვები ალბათ იქ ამ ადამიანების კაბინეტებში სიღრმისეულად არ განიხილება, ზედაპირზე მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ეს დაუოკებელი ჟინია, ამით ისინი საქართველოს დეპოლარიზაციას კი არ ახდენენ, საქართველოში პოლარიზაციის გამღვივებლებად გვეჩვენებიან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა