პრემიერი - ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე

ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლება არ გაჩერდება და შედეგს ბოლომდე მიიყვანს.

„პირველი პრიორიტეტი, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ არის დეპოლარიზაცია, ანუ პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა და ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ. რაც შეეხება ოპოზიცის მიზანს, მე არ მინდა ბატონი კომისარი დავტვირთო დეტალებით, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. ბატონ კომისარს მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო, რომ დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, უვიზო რეჟიმზე, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ივნისში ჩვენი ოპოზიცია, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა პრემიერმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა