ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარს - ძალისხმევას არ ვაკლებთ, რომ ყველა რეკომენდაცია პირნათლად და ზედმიწევნით შესრულდეს უმოკლეს ვადებში

კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ ვაკლებთ, რომ ყველა ეს რეკომენდაცია პირნათლად და ზედმიწევნით შესრულდეს უმოკლეს ვადებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების შესახებ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების უმოკლეს ვადებში პირნათლად და ზედმიწევნით შესრულების მიზნით არის შედგენილი ის გრაფიკი, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა, მათ შორის ევროპელ პარტნიორებს.

„ბატონო კომისარო, თითოეულ რეკომენდაციაზე ამ მიზნით არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი და მიდის აქტიური მუშაობა. ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ და მაქსიმალურად მოკლე დროში ყველაფერს გავაკეთებთ. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გასაკეთებელია. მეც მინდა იგივე ოპტიმიზმით გიპასუხოთ, რაც ბატონმა კომისარმა გამოთქვა და გამოხატა. კიდევ ერთხელ ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში“,-აცხადებს ღარიბაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს