სალომე ზურაბიშვილი - რუსი ტურისტები თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, რომლებიც „ვაგონებით“ ჩამოდიან - დაახლოებით 100 000, უფრო მეტი ჩამოვიდა და ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ

დღეს რუსი ტურისტები, თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, რომლებიც "ვაგონებით" ჩამოდიან... დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა და ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ საბანკო ბარათები, გადარიცხვები. ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებმა, ჩვენც დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები, არ დავაწესეთ ეროვნული სანქციები, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, მაგალითად, მოლდოვამ, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან france info-ს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მაგალითად, ევროპას შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რაზეც ზურაბიშვილი განმარტავს, რომ “ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ზუსტი. უპირველეს ყოვლისა, საქართველო შეუერთდა სანქციებს.“

მისივე განმარტებით, საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ნაკლებადაა რუსეთზე დამოკიდებული.

„დღეს რუსი ტურისტები, თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, რომლებიც «ვაგონებით» ჩამოდიან... დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა და ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ საბანკო ბარათები, გადარიცხვები. ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებმა, ჩვენც დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები. არ დავაწესეთ ეროვნული სანქციები, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, მაგალითად, მოლდოვამ. ეს არ არის ცენტრალური საკითხი. ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ნაკლებად ვართ რუსეთზე დამოკიდებული; ენერგეტიკულ საკითხებში დიდი დამოუკიდებლობა გვაქვს. გაზი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, არ გვაქვს რუსული გაზი. ელექტროენერგიასთან დაკავშირებით გვაქვს ჰიდროელექტროსადგურები.

ზაფხულში უფრო ნაკლებად, მაგრამ ამ დროს შემოგვაქვს თურქეთიდან, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება, გარკვეული პერიოდებში, 8%-ია, რაც სრულიად მართვადია. ჩვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს არა ეს იმპორტი, არამედ ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი ბევრჯერ დაიმუქრა, რომ უკრაინის მსგავსად, იქ [ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ჩაატარებდა რეფერენდუმებს და მოახდენდა ამ ტერიტორიების სრულ ანექსიას. ამასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ევროპის მკაფიო პასუხი. მე არ ვფიქრობ, რომ ევროპას, ან მსოფლიოს სჭირდება, უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, კიდევ ერთი კონფლიქტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის ქართულ-რუსული ოჯახები, ის 100 000 რუსი, რომელმაც შეძლო ჩამოსვლა, რადგან ვიზისგან გათავისუფლებული არიან, თქვენ რაღაც მომენტში ამბობდით, რომ გაგეუქმებინათ ეს უვიზო მიმოსვლა, ამ საკითხთან დაკავშირებით რა ხდება, სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „მე ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ საჭირო იყო ამ შემოსვლების მკაცრი კონტროლი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს პირები, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში არ არიან პუტინის არმიის წევრები, ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან, უფრო ახალგაზრდები, რომლებიც ამ სიტუაციაში, რუსეთში თავიანთ ადგილს ვეღარ ხედავენ. ეს 10 თვეა რაც გრძელდება, იმდენივე, რამდენიც ომი. იყო შემომსვლელების რამდენიმე ტალღა, მათ შორის, იყვნენ სხვათა შორის ქართველები, რომლებიც რუსეთში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ. არ არის დაპირისპირება არც უკრაინელ ლტოლვილებთან, რომლებსაც ასევე ვიღებთ საქართველოში, რომლებიც დაახლოებით, 30 000 არიან და არც რუს და ქართველ მოსახლეობას შორის, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიების არსებობისა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება...

ვიზები არის, ისევე როგორც სხვებისთვის. არის 1 წლიანი ვიზები. არ არის უვიზო რეჟიმი, ისევე როგორც ევროპელებისთვის. მე ვთქვი, რომ შესაძლებელია, სიტუაციიდან გამომდინარე, ვიზის ხანგრძლივობა შეგვეცვალა. ეს საკითხი დახურული არ არის, და ჩვენ ვაკონტროლებთ ამ მოსახლეობას, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, თავი დააღწია მობილიზაციას. ამ შეკითხვაზე თეთრი ან შავი პასუხი არ არსებობს, რთულია და უნდა ვმართოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა france info-სთან საუბრისას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს