ირაკლი ბერაიას შეფასებით, სუს-ის მიერ ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის გამოვლენა და აღკვეთა, კიდევ ერთხელ ადასტურებს უწყების ქმედუნარიანობას და წარმატებას

პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, უმძიმესი დანაშაულის - ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის გამოვლენა და აღკვეთა, კიდევ ერთხელ ადასტურებს უწყების ქმედუნარიანობას და წარმატებას. ამის შესახებ ირაკლი ბერაია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს მისი მანდატით განსაზღვრულ საქმიანობას, საქართველოს და მისი მოქალაქეების ყველა სახის საფრთხეებისგან დაცვას, ასევე საქართველოში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას და დაცულობას, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციული დაზიანებისკენ მიმართული ქმედებების განეიტრალებას.

„სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამეტნის მიერ მომზადების ეტაპზე გამოვლენილი და აღკვეთილი დანაშაული კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ერთი მხრივ, თუ რამდენად კომპლექსურია ჩვენი უსაფრთხოების გარემო, თუ რა სახის დანაშაულებრივ ქმედებებში შეიძლება ვლინდებოდეს ჩვენი და ჩვენი პარნტიორი ქვეყნების და მათი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები და მეორე მხრივ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპეცსამსახურების ეფექტიანი საქმიანობა მსგავსი ქმედებების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და ჩასაშლელად.

სუს-ის ეს მორიგი წარმატებული ღონისძიება მიუთითებს იმაზე, რომ უწყებას აქვს პოზიციები ყველგან, საიდანაც შესაძლოა მომდინარეობდეს საფთხეები და რისკები, აქვს მუდმივი წვდომა საჭირო ინფორმაციაზე და შესაძლებლობა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წარმატებულად ჩაატაროს კომპლექსული ოპერაციები. ის ფაქტი, რომ სამსახურს არ მოუხდა რეაგირება უკვე ჩადენილ დანაშაულზე ხაზს უსვამს სამსახურის საქმიანობაში პრევენციის მნიშნველობას და პრიორიტეტულობას. ეს კონკრეტული ღონისძიება არის მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი, რომელთა შესახებაც ფართო საზოგადოებისთვის შესაძლოა არ იყოს ცნობილი და რასაც უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა კონსტიტუციური წყობილების დაცვა, კონტრსადაზვერვო და კონტრტერორისტული საქმიანობა, გაუვრცელებლობა და სხვა.

მადლიერებას და მხარდაჭერას გამოვხატავ უწყების ხელმძღვანელობის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და მთლიანად სამსახურის პირადი შემადგენლობის მიმართ“, - აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა.

მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა