გიული ალასანიას განცხადებით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.

როგორც გიული ალასანია განმარტავს, თუ მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ოპერაციის ჩატარება დასჭირდება, თანახმა არ იქნება, რომ "ვივამედში" ჩაუტარდეს.

„თქვა იმ ადამიანმა ყველაფერი, რომ სასწრაფოდ არის საოპერაციო, გამოსაცვლელია ძვალი, ეს ყველაფერი თქვა და მივყვებით ამ გზას. მე არ ვიქნები თანახმა, რომ აქ გაკეთდეს ოპერაცია. არავითარ შემთხვევაში!"-აღნიშნავს გიული ალასანია.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, რასაც გაუსაძლისი ტკივილები ახლავს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა