შალვა პაპუაშვილი - კანონის უზენაესობის საკითხზე გვაქვს საუბარი, როცა მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობთ - მე მგონი, ამ ქვეყანაში არ არსებობს არავინ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ მას ეს დანაშაულები ჩადენილი აქვს

კანონის უზენაესობის საკითხზე გვაქვს საუბარი, როცა მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობთ, აღარ განვმეორდები, თუ რა დანაშაულებისთვის იხდის ის სასჯელს, მე მგონი, ამ ქვეყანაში არ არსებობს არავინ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ მას ეს დანაშაულები ჩადენილი აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენა არამხოლოდ საქართველოში დადასტურდა.

„კანონის უზენაესობა ვერ იქნება წინაღობა ევროკავშირის წევრობისთვის, პირიქით, კანონის უზენაესობა წინაპირობაა იმისთვის, რომ ევროკავშირში მიგვიღონ. სწორედ, კანონის უზენაესობის საკითხზე გვაქვს საუბარი, როცა მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობთ, აღარ განვმეორდები, თუ რა დანაშაულებისთვის იხდის ის სასჯელს, მე მგონი, ამ ქვეყანაში არ არსებობს არავინ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ მას ეს დანაშაულები ჩადენილი აქვს. ეს დანაშაულები ჩადენილი რომ აქვს, არამხოლოდ ამ ქვეყანაში დადასტურდა, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ხელი დაადო მიხეილ სააკაშვილს, ეს ისეთი სიმართლე და ჭეშმარიტებაა, ამაზე საუბარიც კი უკვე ზედმეტია. თვითონაც კი აღარ საუბრობენ, ახლა საუბარია ჰუმანიტარულ მიზნებზე, თვითონაც ხვდებიან, რომ რაც შეეხება მის უდანაშაულობას, ამ მხრივ არგუმენტები აღარ აქვთ, ამაში ყველა დარწმუნებულია, როგორც შიგნით, ისე გარეთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ, კანონის უზენაესობა რომ დაცული უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ყველა დანაშაული უნდა იყოს დასჯილი, ამას ქართული სახელმწიფო ვერ გადავა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა