შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისრის ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ერთგულ პარტნიორად რჩება.

„პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროგრესზე.

ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება და კონკრეტული რეკომენდაციების წარდგენა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის გრძელვადიანი პარტნიორი მრავალი მიმართულებით, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

ევროკომისარმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ის აქტიურად იმუშავებს წევრ ქვეყნებთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა