შარლ მიშელი - შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის მიერ ადამიანების მკვლელობის შესახებ ცნობებით

შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის მიერ ადამიანების მკვლელობის შესახებ ცნობებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

„ვუსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. კონტაქტი მაქვს პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროკავშირის საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან”, - წერს მიშელი.

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია