ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ არ გატარდება ის რეფორმები, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის საჭირო, მაშინ საქართველო აღნიშნულ სტატუსს ვერ მიიღებს

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ საქართველოში არ გატარდება ის რეფორმები, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის საჭირო, მაშინ საქართველო აღნიშნულ სტატუსს ვერ მიიღებს.

ჯაფარიძის შეფასებით, ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ.

„12 პუნქტში ორი მნიშვნელოვანი პუნქტია: დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემო საქართველოში. როდესაც ჩვენ ბრიუსელში გვქონდა შეხვედრები ამ პუნქტებს ხაზს განსაკუთრებით უსვამდნენ. თუ ეს პუნქტები არ შესრულდება და არ იქნება მისაღები ის რეფორმები, რომელიც უნდა გატარდეს ამ ქვეყანაში, მაშინ არანაირი სტატუსი არ იქნება და ეს ჩვენ გასაგებად გვითხრეს ბრიუსელში. ალბათობა ძალიან დაბალია იმისა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს