დავით კირკიტაძე - კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია? მიხეილ სააკაშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას

მერე ეგ კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია? მიხეილ სააკაშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ჯანმრთელი და თავისუფალი იყოს, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ჩატარება საჭირო არ იქნებოდა და ქვეყანაში სხვა პროცესი იქნებოდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ჩვენ ყველამ მოვისმინეთ არის ის, რომ ის პროცესებში არ ერევა და მას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ აინტერესებს. ბევრისგან განსხვავებით, მე ეს არ მახარებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანას სჭირდება, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა ამ ქვეყანას სჭირდება, მათ შორის პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი ამ პროცესში ჩართული იყოს, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და გარეთ", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა სწორი დრო „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების ჩასატარებლად, კირკიტაძე ასე პასუხობს: „მე ვთვლი, რომ შეიძლება გვიან იყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ პროცესიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებული გამოვა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა