არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეძებენ კატას იმ ოთახში, სადაც ის არ არის, ეს მათი პრობლემაა

ის, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეძებენ კატას იმ ოთახში, სადაც ის არ არის, მათი პრობლემაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არის ზუსტად იმ კანონის ანალოგი, რომელიც უკრაინაში ევროკავშირის მხარდაჭერით იქნა მიღებული,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ თავისივე რიგებში დაინახა ოლიგარქები და ამიტომ აღარ სურთ მისი მიღება.

„აქაც მოხდა იმ პოლიტიკური ჯგუფების ლუსტრაცია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, არამედ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესები, ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და საკუთარ პარტიაში მიიღეს, ვინც ხელს უშლიდნენ ევროინტეგრაციის პროცესს და ეს დესტრუქცია მიიღეს უკვე საკუთარ პარტიაში. ოლიგარქიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია აჩვენებს ორმაგ სტანდარტს, ისინი თავის დროზე უკრაინაში იყვნენ ჩასულები, ტელევიზიის წინ კეკლუცობდნენ და მხარს უჭერდნენ, ამბობდნენ, რომ ეს არის ყველაზე რეფორმატული კანონი, რომელიც უკრაინამ მიიღო, მაგრამ ახლა როცა ჩვენ შევიმუშავეთ ანალოგიური კანონპროექტი, ამბობენ, რომ ეს არის ცუდი. როგორ შეიძლება მათი განცხადებები სერიოზულად მივიღოთ, როცა საპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები შეუძლიათ აკეთონ, როგორც ჩანს რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა საკუთარი პოტენციური ოლიგარქები და ამიტომ ამოუწიეს მუხრუჭი საკუთარ განცხადებებს და საკუთარ მოწოდებებს, როცა ომახიანად აყენებდნენ პირველ დღეებში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას",- განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს