„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა გოგოლაძე - კეზერაშვილის პროცესებში შემოსვლა დაკავშირებულია ხაბეიშვილის ფლანგის გააქტიურებასთან - დიდი ალბათობით, ამ გუნდის მიერ მიმდინარეობს პარტიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა

დღევანდელი ბრიფინგი ცოტა გულსატკენია. მაშინ როცა ერთობაზე და არგახლეჩაზე ვსაუბრობთ და როცა საარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის, პარტიის წევრების გვერდზე დაყენება, არ მგონია, რომ სწორი იყოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა გოგოლაძე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ, ცალკეულ წევრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციას, რომელზეც განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში იბრძოლებს.

გოგოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილს პარტიის განახლებასა და მათ შორის შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრის ფორმას უწუნებს. მან გუნდის ნაწილის მიერ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ გამართული ბრიფინგიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბრიფინგის სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ჩატარება ყოფილ პრეზიდენტთან აფილირების მცდელობა იყო.

„გარდა შინაარსისა, ფორმა, ადგილი და დრო თავის სათქმელს ამბობს. ჩემი აზრით, სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან ბრიფინგის ჩატარება იყო მცდელობა, რომ აფილირება მომხდარიყო პრეზიდენტ სააკაშვილთან, მაშინ როდესაც ვიცით, რომ პრეზიდენტი გასულია პოლიტიკური პროცესებიდან. შესაბამისად, ეს ფორმა მე პირადად არ მიმაჩნია სწორად. შეხვედრები და კონსულტაციები იმართებოდა მათ შორის შიდაპარტიული არჩევნების თარიღთან დაკავშირებით და ამ ფონზე ასე ღიად განცხადება ისე, რომ არავინ ელოდა პარტიაში...

დღევანდელი ბრიფინგიც ცოტა გულსატკენია. მაშინ, როცა ერთობაზე და პარტიის შიგნით არგახლეჩაზე ვსაუბრობთ, მაშინ, როცა საარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის, მაშინ, როცა ნიკა მელიამაც დააყენა თავისი კანდიდატურა და კიდევ იყვნენ სხვა პირები და ინდივიდუალური ბრიფინგების მეშვეობით გააკეთეს განაცხადი, პარტიის წევრების გვერდზე დაყენება არ მგონია სწორი ფორმა. ეს არ იყო სასიამოვნო. იგივე შეეძლო გაეკეთებინა ნიკა მელიას და შეეძლო უფრო დიდი გუნდით ყოფილიყო წარმოდგენილი ამ პროცესში“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კითხვას, ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის პროცესებში შემოსვლასთანაა დაკავშირებული ლევან ხაბეიშვილის და იმ ფლანგის გააქტიურება, ვინც შიდაპარტიულ არჩევნებს ითხოვს.

„კეზერაშვილის, მისი ფიგურის პროცესებში შემოსვლა დაკავშირებულია მათ შორის ამ ფლანგის გააქტიურებასთან და ამ ფლანგიდან ამ მოთხოვნის დაყენებასთან. იგივე ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს ლევან ხაბეიშვილი, დაკავშირებული კეზერაშვილის სახელთან და შესაბამისად, კითხვები ბუნებრივია ჩნდება, შეკითხვები არსებობს და ალბათ, ამ კითხვებს პასუხი საარჩევნო პროცესში გაეცემა“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, რატომ შეიძლება ებრძოდეს ნიკა მელიას დავით კეზერაშვილი, ანა გოგოლაძე პასუხობს, რომ „ბრძოლა პოლიტიკაში ყოველთვის ძალაუფლებისთვის მიმდინარეობს“.

„პოლიტიკა არის ძალთა გადანაწილება და დიდი ალბათობით, ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს ამ გუნდის მიერ“, - აღნიშნა გოგოლაძემ.

რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესებზე მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, ანა გოგოლაძის თქმით, ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ სააკაშვილის აზრი გააჟღერეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან პროცესი დაგმო.

„ბატონმა კობა ნაყოფიამ გააკეთა განცხადება, რომ ამის დრო არ იყო და გააჟღერა მან პრეზიდენტის შეფასება და პოზიცია და მეორე მხრივ, ქალბატონმა გიული ალასანიამ გააჟღერა მისი შვილის და ჩვენი პრეზიდენტის შეფასება ფორმასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ დაგმო და არ მიესალმება. ამ განცხადებიდან ამის ამოკითხვა ნამდვილად შეგვიძლია, რომ არ იყო არც დრო არც ადგილი და მითუმეტეს არც ფორმა მისაღები“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო