პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომას კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გააცნო.

პარლამენტის ინფორმაციით, დოკუმენტი კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შედეგებს მოიცავს. მასში ასახულია 2021 წელს გაზისა და ელექტროენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული და მიმდინარე ძირითადი მოვლენები და ტენდენციები. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომისიას, 2021 წელს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის ISO-ს სერტიფიკატი მიენიჭა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდებოდა მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შიდა აუდიტი, რომლის შესაბამისადაც დადგინდა, რომ მარეგულირებელი კომისია პასუხობს საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებს", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

დავით ნარმანიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ სიახლეებზე, რომელიც 2021 წლის განმავლობაში მარეგულირებელ კომისიაში განხორციელდა და გამოყო ის ახალი რეგულაციები რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად არის დადგენილი.

მომხსენებელმა ისაუბრა მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებისა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე, რომლის ფარგლებშიც კომისიამ აქტიური ადმინისტრაციული ნორმათშემოქმედებითი საქმიანობა განახორციელა და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ურთიერთობების მარეგულირებელ არაერთ კანონქვემდებარე აქტში.

„წლის განმავლობაში კომისია აქტიურად მუშაობდა ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ნაწილში და ამ პერიოდში 20-მდე ახალი კანონქვემდებარე აქტი და რეგულაცია იქნა მიღებული, რომლითაც მომზადდა სამართლებრივი ბაზა ბაზრის გახსნისთვის ელექტროენერგიის სექტორში და პარალელურად დაიწყო მუშაობა გაზის სექტორში ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით ნორმატიული ბაზის მომზადებაზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან ასევე ისაუბრა კომისიაში გატარებული რეფორმების შედეგად ახლად დანერგილ სერვისებზე, რამაც მომხმარებელს კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა გაუადვილა. დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომის და ზამთრის განმავლობაში ტარიფების ზრდა დაგეგმილი არ არის.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
სრულიად ახალი Toyota Corolla Cross
„ფარმადეპო“ მომხმარებლებს მედიკამენტებზე გარანტირებულად ყველაზე ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს
საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაცია
საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე