ბაჩო დოლიძე - გიორგი ჩალაძის მიერ კანდიდატურის მოხსნა ჩემთვის დიდად მოულოდნელი არ ყოფილა, ვნახოთ, კიდევ თუ გაგრძელდება მსგავსი ტიპის მოხსნები - რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვას ბადებს

იმის გათვალისწინებით, რომ ბატონ კეზერაშვილსა და ხაბეიშვილს შორის არსებობდა თანამშრომლობა, აქედან გამომდინარე დაშვება იმისა, რომ შესაძლებელია პროცესებში ჩართული იყოს ბატონი კეზერაშვილი, საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბაჩო დოლიძის თქმით, ჩანს კონტურები იმისა, რომ „სხვები“ არიან ჩართული „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესში.

მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ დეტალურად ნიკა მელიამ უნდა ისაუბროს.

„სამწუხაროდ, კონტურები ჩანს იმისა, რომ შემთხვევით სხვები ხომ არ არიან ჩართულები ამ პროცესის უკან, სხვები ხომ არ ახორციელებენ ამ პროცესების ასე დაჩქარებულად წარმართვას. მე ვხედავ, ამას არ დაგიმალავთ, მაგრამ კონკრეტული საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან მიმაჩნია, რომ პირველი ვისაც აქვს ამ ყველაფერზე საჯაროდ, ძალიან გულწრფელად სასაუბრო, ეს არის ნიკა მელია“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძე გადაცემაში გიორგი ჩალაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, გიორგი ჩალაძის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„არ ყოფილა ჩემთვის დიდად მოულოდნელი, პირდაპირ გეტყვით. ვნახოთ, კიდევ თუ გაგრძელდება მსგავსი ტიპის კანდიდატურის მოხსნები... რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ერთი კვირაც არ არის გასული კანდიდატურის დაყენებიდან მოხსნამდე. არ ვიცი ადამიანები აზრს ასე სწრაფად როგორ იცვლიან, მაგრამ მათი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ საბოლოოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოლებს, ბაჩო დოლიძე პასუხობს, რომ „დიახ, მე ასე მგონია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო