ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლად დანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლად დანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრმა თარაშ პაპასქუას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თარაშ პაპასქუას დამთავრებული აქვს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს საელჩოებში - პოლონეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებში, ხოლო 2019 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლევან ცუცქირიძე - ყველაფერზე მანტრასავით გამეორება - „აბა ომი გინდათ?“, სინამდვილეში ევფემიზმია და „მე რუსეთთან მინდას“ ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება
მოასწარი დეკემბერი - სამომხმარებლო სესხზე „ლიბერთის“ ახალი აქცია დაიწყო
„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს