გიგა ბოკერია - ივანიშვილი და მისი გარემოცვა საკუთარი ძალაუფლების ინტერესის გამო, შეკრულია პუტინის ამოცანებთან და მარტო გვტოვებს რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე

იმის ნაცვლად რომ აშშ-ს სენატში, კონგრესში, ზოგადად აშშ-ში, ვაშინგტონში, ბრიუსელში ახლა ჩვენი მთავრობის ძალისხმევით განხილვის საგანი იყოს საქართველოს უსაფრთხოების სარტყელში მოხვედრა, ნატო-ში გაწევრიანება, აშშ-სთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა ანუ ჩვენი თავისუფლების დაცვა და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დისკუსია არის იმაზე, რომ საქართველო მიდის საპირისპირო მიმართულებით და გარდაუვალია ჩვენი გაუცხოება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეს კურსი თუ გაგრძელდა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენას.

„ეს კაცი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა საკუთარი ფინანსური და ძალაუფლების ინტერესის გამო შეკრულია პუტინის ამოცანებთან და გვტოვებს მარტო რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე ისე, როგორც ჩვენ აღმოვჩნდით 90-იანებში, როცა გენოციდი მოგვიწყო დასუსტებულმა რუსეთმა.

რუსეთის უკრაინის მიერ დამარცხების შემდეგაც ჩვენ ვიქნებით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, თუ ივანიშვილის რეჟიმი არ შეცვალა საქართველომ. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ - უნდა შევცვალოთ ეს მოღალატე რეჟიმი“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა