სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე - რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, აზერბაიჯანი თავისი აგრესიული ქმედებებით შეთანხმებებს არღვევს

რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, აზერბაიჯანი თავისი აგრესიული ქმედებებით შეთანხმებებს არღვევს, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით დაინტერესებულია.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით. სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული და ამას ემატება ჩვენი ქვეყნების მომავლისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ დემოკრატიის მიმართულებით. ჩემსა და ბატონ პაპუაშვილს შორის შემდგარმა შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა გაგვეგრძელებინა ერევანში, აპრილში დაწყებული ჩვენი განხილვები. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მრავალი სფერო - განათლების, კულტურის, ტრანსპორტის და სხვ. ასევე, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც ინფრასტუქტურას ეხება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ჩართვას საერთაშორისო ინფრასტურქტურებში. ასევე ვისაუბრეთ სომხური სათვისტომოს მნიშვნელობაზე და ხაზი გავუსვით სომხური სათვისტომოს როლს სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების საქმეში. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი პარლამენტების საგარეო ურთიერთობების და კულტურის და განათლების კომიტეტების ხელმოწერილ მემორანდუმს. ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად ასევე შევეხე რეგიონული უსაფრთხოების საკითხს. რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით, ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, აზერბაიჯანი თავისი აგრესიული ქმედებებით არღვევს შეთანხმებებს და ერთ-ერთი ასეთი მაგალითია, ამ ბოლო დღეებში აზერბაიჯანის აგრესიული შემოსვლა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და გარკვეული ნაწილების ოკუპაცია. ნოემბრის შეთანხმების ყველა პუნქტი დაირღვა ამ შემოსვლით. ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთის როლის შესახებ რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით, ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ საჭიროა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით. დიდ მადლობას ვუხდი სომხური დელეგაციის ასეთი მაღალი დონის მიღებისთვის და ბატონ თავმჯდომარეს მომდევნო წელს ერევანში ველი“, - განაცხადა ალენ სიმონიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა