ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონს ე.წ. NGO სექტორი და რადიკალური ოპოზიცია აკრიტიკებს - ერთადერთი, სადაც ოლიგარქიული გავლენებია, ესაა: „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას „ტროიკა“

დეოლიგარქიზაციის კანონს ე.წ. NGO სექტორი და რადიკალური ოპოზიცია აკრიტიკებს. მიზეზი არის ერთადერთი - მათ არ უნდათ დეოლიგარქიზაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ოლიგარქიული გავლენები მათ პოლიტიკურ პარტიებშია.

„ეს კანონი მიიღეს უკრაინაში. თავის დროზე ამ კანონის მიმართ არავითარი კრიტიკა არ ყოფილა. ჩვენ ეს კანონი გადმოვაქართულეთ და ვხედავთ, რომ ამას ე.წ. NGO სექტორი და ასევე რადიკალური ოპოზიცია აკრიტიკებს. მიზეზი არის ერთადერთი - მათ არ უნდათ დეოლიგარქიზაცია. ისინი ხედავენ, რომ ერთადერთი, სადაც არის ოლიგარქიული გავლენები, ეს არის მათი პოლიტიკური პარტია -„ნაცმოძრაობა“, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას „ტროიკა“. ოლიგარქიული გავლენები მხოლოდ იქ არის. აქედან გამომდინარე, მათ დეოლიგარქიზაცია არ უნდათ და შესაბამისად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ უნდათ. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია. ამიტომ არ დაუჭრეს მხარი ამ კანონს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო