2023 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 2023 წელს 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კერძოდ, მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილია 500 მილიონ ლარამდე, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსებაზე 200,0 მლნ ლარი, სამელიორაციო სისტემებზე 95 მილიონი ლარი, გრძელვადიანი ბაღების გაშენების თანადაფინანსებაზე 35 მილიონი ლარი, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებაზე 25 მლნ ლარი, აგროდაზღვევაზე 12 მილიონი ლარი, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებაზე 15 მილიონი ლარი, რთველის დაფინანსებისთვის 80,0 მლნ ლარი, სხვა დანარჩენი პროგრამებზე კი 40 მლნ ლარამდე მიიმართება.

ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 310 მილიონი ლარი, მათ შორის: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ - 205 მილიონი ლარი, საკრედიტო-საგარანტიო სქემა - 55 მილიონი ლარი, ინოვაციების ხელშეწყობა - 20 მილიონი ლარი, ტურიზმის ხელშეწყობა - 30 მილიონი ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა