ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სენატში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს განცხადებები მარტო განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ დროულად უნდა მიიღოს კრიტიკა და რეკომენდაციები შეასრულოს.

"სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით უფრო და უფრო მძიმე ხდება. საუბარია დემოკრატიის ჩამოშლაზე, ავტორიტარული რეჟიმოს გაძლიერებაზე, პოლიტპატიმრებზე, მედია მენეჯრების დაკავებაზე და მათი გათავისუფლების მოთხოვნაზე. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით და ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე და სხვები ვერ უშველიან მას. ამიტომ დროულად უნდა მიიღონ ეს რეკომენდაციები, გაიაზრონ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება უნდა დაიწყონ, რადგან ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინტერესებს პოლიტიკურ ინტერესებს ანაცვალენენ,"- განახადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ის, რასაც ახლა ხედავენ, ძლიერ აშფოთებთ, „რადგან ხედავენ „დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო