კახა ოქრიაშვილი - შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს! - დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რითაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიტიკა მიეღო, ქართველი ხალხის 85 %-ს დასცინიან და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ.

„ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე. მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.

ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით - იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს! დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს!“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ის, რასაც ახლა ხედავენ, ძლიერ აშფოთებთ, „რადგან ხედავენ „დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა