ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - შეშფოთდნენ იმით, რომ გაფართოებაზე პასუხისმგებელი ევროკომისარი დადებითად აფასებს საქართველოს, მეტი ანტისახელმწიფოებრივი და „საბოტაჟნიკური“ რა უნდა იყოს

შეშფოთდნენ იმით, რომ გაფართოებაზე პასუხისმგებელი ევროკომისარი დადებითად აფასებს საქართველოს, ეს ხომ სირცხვილია, მეტი ანტისახელმწიფოებრივი და „საბოტაჟნიკური“ რა უნდა იყოს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას იმდენად არ უნდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ, რომ ვერ დამალეს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის დადებითი შეფასების გარშემო აღშფოთება.

„ადამიანი გამოვიდა პოზიტიური „მესიჯებით“, ეს არის ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღებაში, რიგითი ევროპარლამენტარი კი არ არის, კუბილიუსი ან ფოტიგა, ეს არის ევროკომისარი, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი, გაფართოების მინისტრია ევროკავშირში, მის დამოკიდებულებაზე და განწყობაზე არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული საბოლოო ჯამში როცა განიხილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი გამოდის პოზიტიური გზავნილებით, რაც ჩვენ ოპტიმიზმს გვიზრდის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და ეს აშფოთებს ოპოზიციას, პირდაპირ წამოსცდათ რაც უნდათ, გამოამჟღავნეს რაც უნდათ. მათ უნდათ ერთადერთი რამე, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ისინი შეშფოთდნენ იმით, რომ გაფართოებაზე პასუხისმგებელი ევროკომისარი დადებითად აფასებს საქართველოს, ეს ხომ სირცხვილია, მეტი ანტისახელმწიფოებრივი რა უნდა იყოს და მეტი „საბოტაჟნიკური“. იმდენად არ უნდათ კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ, რომ ვერ დამალეს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის დადებითი შეფასების გარშემო აღშფოთება.

მან თქვა ფაქტები რაცაა, მაგალითად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რითაც პირველ ადგილზე ვართ ევროპის კონტინენტზე წელს, შარშან გავედით მეორე ადგილზე ზრდის მაჩვენებლით და ამას უწოდა აყვავებული ეკონომიკა და ამაზეც აღშფოთდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ესეც სირცხვილია. კონკრეტული ფაქტის კონსტატაცია ხდება. აყვავებული ეკონომიკა იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ლუქსემბურგი გავხდით, ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, სხვაზე ბევრად მაღალი ზრდის ტემპი, ეს აღნიშნა ვარჰეიმ და ამასაც მოჰყვა შეურაცხმყოფელი განცხადებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ორმაგი სტანდარტია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კონკრეტული ევროპარლამენტარების კრიტიკა თავდასხმად ცხადდება, ხოლო ევროკომისრისთვის რუსეთის აგენტის წოდება არა.

„ერთ მხარეს არის კონკრეტული ევროპარლამენტარების, სენატორის კრიტიკა და მეორე მხარეს არის ვარჰეის დადებითი და სამართლიანი შეფასებები და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უსამართლო კრიტიკა არის ფასის არ მქონე ჩვენთვის, ამას უწოდებენ თავდასხმას. რუსეთის აგენტად როცა აცხადებს რადიკალური ოპოზიცია ევროკომისარს, ამაზე გინახავთ ვინმეს შეფასება? რატომ არ გამოაცხადა "ნაცმოძრაობის" რომელიმე ტელევიზიამ ვარჰეიზე თავდასხმად. რუსეთის აგენტი უწოდეს, თქვენ გახსენდებათ, რომ კუბილიუსისთვის გვეთქვას, რომ ვიღაცის აგენტია? აქ ხომ მარტივად იკითხება ორმაგი სტანდარტი.

სინამდვილეში, ვარჰეის ვიზიტი, რა თქმა უნდა, გვაძლევს მეტი ოპტიმიზმის საფუძველს იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ევროკომისარი დადებითად აფასებს საქართველოს მდგომარეობას და პროგრესს და ეს აშფოთებს ოპოზიციას, პირდაპირ გაიშიფრნენ ისინი, რომ მთლიანად არიან ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა