ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა არაერთხელ სცადა, თვითდაზიანებით თავისუფლება უზრუნველეყო - ეს კრიმინალებში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ არ ხდება გათავისუფლების საფუძველი - რამდენი პატიმარი იცით, რომ საპატიმროს ნაცვლად საავადმყოფოშია?

ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის წინაშე, მათ წაახალისეს თავის დროზე სააკაშვილი, როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე რეზოლუციებში წერენ რაღაცებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციებში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ არსებულ ჩანაწერებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერები და რეზოლუციები საქართველოს ვერ დააზიანებს, რადგან სააკაშვილი რომ დამნაშავეა დადგენილია მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

„ამ ადამიანებს ჯობდა თავის დროზე ეზრუნათ იმაზე, რომ არ წაეხალისებინათ სააკაშვილი, როდესაც ის ჩამოდიოდა საქართველოში, ახლა ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის წინაშე, მათ წაახალისეს თავის დროზე სააკაშვილი, როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე რაღაც რეზოლუციებში წერენ რაღაცებს. ეს მათი საქმეა, საქართველოს ბუნებრივია ეს ვერ დააზიანებს იმიტომ, რომ სააკაშვილი რომ დამნაშავეა დადგენილია მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, იგივე გირგვლიანის საქმეზე. კონკრეტული დანაშაულები აქვს ამ კაცს ჩადენილი, რომლისთვისაც იხდის სასჯელს. რამ უნდა დააზიანოს ასეთ დროს სახელმწიფო?

ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ის იყო სისხლიანი რეჟიმის ლიდერი საქართველოში, რომელიც პირდაპირ აწამებდა, აუპატიურებდა, ტერიტორიები ჩააბარა და ათასი უბედურება დამართა ამ ქვეყანას. თქვენც ხომ იცით, რომ ის დამნაშავეა, ასეთ დროს როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფოს შეექმნას პრობლემები იმით, რომ ის იხდის დამსახურებულ სასჯელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ ცადა, რომ თვითდაზიანებით საკუთარი თავისუფლება უზრუნველეყო, რაც პატიმრის გათავისუფლების საფუძველი არ ხდება ხოლმე.

„სახელმწიფოს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ჰყავს თავისი უწყებები და ეს უწყებები იღებენ პროცესების და პროცედურების შესაბამისად საკუთარ გადაწყვეტილებებს ეს ერთი და მეორე, ის არაერთხელ ცდილობდა თვითდაზიანებით რომ საკუთარი თავისუფლება უზრუნველეყო, თვითდაზიანება კრიმინალებში არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა და არ ხდება ხოლმე პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, ამ შემთხვევაშიც არა მგონია, რომ სხვანაირად იყოს. მარტივად არის აქ საქმე, ყველაფერს აკვირდება შესაბამისი უწყება და უწყება მოქმედებს შესაბამისად მათ შორის პატიმრის უფლებების დასაცავად და პატიმრის უფლებები არის დაცული, სათანადო პირობებშია სააკაშვილი მთელი ამდენი თვე. რამდენი პატიმარი იცით, რომ ნაცვლად საპატიმრო დაწესებულებისა იმყოფება საავადმყოფოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო