თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს