პაატა დავითაია - პარტნიორების კრიტიკა და მძიმე განცხადებები აზიანებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის იმიჯს

ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყნის სენატში გაკეთებული მნიშვნელოვანი განცხადებები არის საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება, რომ ის არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. ამ შეფასებებს შესაძლოა მოჰყვეს მკვეთრი ნაბიჯები, რაც ძალიან დააზიანებს ქვეყანას და მის საგარეო ინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს კრიტიკა პარტნიორებთან დაკავშირებით, გაითვალისწინოს შენიშვნები და დაიწყოს აქტიური ქმედებები ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ამერიკელი სენატორების მიერ გაკეთებული განცხადებები, ცხადყოფს, პარტნიორების დიდ ინტერესს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ და კონტროლს იმ დემოკრატიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც უნდა გადადგას ქვეყანამ, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვის ნიშნები, რაზეც მიანიშნებს ამერიკის სენატში გაკეთებული შეფასებები. საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოდის პარტნიორებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის სანქციების და გარკვეული დახმარებების შეწყვეტის სახით, რაზეც გაკეთდა კიდეც მინიშნებები გავლენიანი სენატორების მხრიდან.

კატეგორიულად მიუღებელია და უნდა შეწყდეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა. ქალბატონი დეგნანი ახმოვანებს ამერიკის მთავრობის პოზიციებს, შესაბამისად, მასზე თავდასხმები ნიშნავს დარტყმას ჩვენს მთავარ პარტნიორზე. ეს დამოკიდებულება ძალიან აზიანებს როგორც ქვეყნის იმიჯს, ასევე პარტნიორებთან ურთერთობას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არაადექვატური გამონათქვამები და კრიტიკა პარტნიორებთან დაკავშირებით, გაითვალისწინოს შენიშვნები, რაც ისმის დასავლეთიდან და დაიწყოს აქტიური ქმედებები ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, რაზეც პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ხელისუფლებას. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. ჩვენ უკვე მივიღეთ მკვეთრი სიგნალი, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, რაც ძალიან აზიანებს ქვეყნის იმიჯს, საგარეო ურთიერთოებებს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“, - აცხადებს პაატა დავითაია.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება