პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი - არის კერპის თუ საქართველოს მსახური

ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი - არის კერპის მსახური თუ საქართველოს მსახური. ივანიშვილი დღეს არის ცრუ მესია საქართველოში და მისი სახელით ათას საშინელებას სჩადიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შეეცდება საქართველოს მოქალაქეებს პარალელური რეალობა დაანახოს.

„იქნება პარალელური რეალობის დანახვის მცდელობა მოქალაქეებისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკა ყვავის და წინ მიდის მაშინ, როცა ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ ფიქრობს, როგორ გაიქცეს საქართველოდან. თუ ეკონომიკური პროგრესია, რატომ გარბიან საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან. ამ მასობრივ უიმედობაზე და ნიჰილიზმზე პასუხისმგებელია ირაკლი ღარიბაშვილი და მინდა დავეხმარო მას, რომ გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი - არის კერპის მსახური თუ საქართველოს მსახური. ივანიშვილი დღეს არის ცრუ მესია საქართველოში და მისი სახელით ათას საშინელებას სჩადიან,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა