მიხეილ სარჯველაძე EPP-ის რეზოლუციაზე - ყველას მართებს კორექტულობა, ვინც საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების შეფასებაზე საუბრობს

ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ახსნადი იმ თანამშრომლობით და გულშემატკივრობით, რომელიც აქვს „ევროპის სახალხო პარტიას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - ყველას მართებს კორექტულობა, ვინც საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების შეფასებაზე საუბრობს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ახალ რეზოლუციაზე მუშაობს, რომელშიც აღნიშნული იქნება ის უკუსვლა, რომელიც ხელისუფლების გამო აქვს ქვეყანას ევროინტეგრაციის კურსის მიმართულებით.

„ეს არც არის გასაკვირი. ალბათ, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ახსნადი იმ თანამშრომლობით და გულშემატკივრობით, რომელიც აქვს „ევროპის სახალხო პარტიას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. იცით, რაოდენ დიდ კრიზისშია საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“. ასეთი ტიპის განცხადებებით და თავდასხმებით ისინი ცდილობენ მხარდაჭერა გამოუცხადონ, უკეთესი პირობები შეუქმნან „ნაციონალურ მოძრაობას“. ამომრჩეველმა, ევროპელმა კოლეგებმა გადაწყვიტონ, თუ რამდენად პერსპექტიულია ეს. მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს. ეს არის ხალხი, რომელიც ცდილობს ამ ალიანსის - „ნაციონალური მოძრაობის“ და „სახალხო პარტიის“ ფარგლებშიც ხელი შეეშალოს საქართველოს ევროპულ წინსვლას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ეს არ არის კარგი მოვლენა, ის, რაც საქართველოს სჭირდება. მსგავსი განცხადებები უსაფუძვლოა. ვფიქრობ, ყველას კორექტულობა მართებს, ვინც საუბრობს საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების შეფასებაზე“, - აღნიშნავს სარჯველაძე.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც ლისაბონში, "ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკურ ასამბლეაზე იმყოფება, სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი აღნიშნავს იმ უკუსვლას, რომელიც ხელისუფლების გამო აქვს ქვეყანას ევროინტეგრაციის კურსის მიმართულებით.

„ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში. ვფიქრობ, ხვალინდელი რეზოლუცია, რომელსაც ვიმედოვნებ, აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება წევრი სახელმწიფოების მხრიდან, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დაადასტურებს დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების დამოკიდებულებას ივანიშვილის ოლიგარქატის მიმართ“, - წერს მელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა