ხათუნა სამნიძე - თუ პრემიერს გაუჭირდება კითხვებზე პასუხის გაცემა, მაშინ ის გადავა სიძულვილის ენაზე და ოპოზიციაზე თავდასხმაზე

თუ პრემიერს გაუჭირდება კითხვებზე პასუხის გაცემა, სიძულვილის ენაზე გადავა - ეს, როგორც წესი, გამოსავალია "ქართული ოცნებისთვის",- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ- მინისტრს მათ კითხვებზე საპასუხოდ არგუმენტები ექნება.

"იმდენად კონკრეტული შეკითხვებია, რომ იმედს ვიტოვებ მას ექნება ფაქტებზე დაფუძნებული პასუხები და არგუმენტები, მაგალითად იმაზე, თუ რატომ არ ისმის მკაფიო გამიჯვნა იმ განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, არის მკვეთრად ანტიდასავლური, თავს ესხმის პარტნიორი ქვეყნების ელჩებს. თუ პრემიერს პასუხები არ ექნება და გაუჭირდება ფაქტების მოყვანა, მაშინ ის გადავა სიძულვილის და ზიზღის ენაზე, ოპოზიციაზე თავდასხმაზე, ეს, როგორც წესი, გამოსავალია "ქართული ოცნებისთვის" როცა არ სურთ საქმეზე საუბარი",- განაცხადა სამნიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს