პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

ღარიბაშვილი პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, დეპუტატბმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს.

დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს შემდეგი კითხვებით მიმართეს:

. რა სამუშაოები იქნა გაწეული საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად და როგორია თქვენი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?

. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის შემდეგ მმართველი პარტიის არა ერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, რაც ასევე დაადასტურეს თავიანთ არა ერთ წერილში “ქართული ოცნებისგან“ გამიჯნულმა დეპუტატებმა. რადგანაც დღემდე არ მომხდარა მთავრობის მხრიდან ამ ტიპის განცხადებების უარყოფა, როგორია დღეს მთავრობის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხედავთ თუ არა ამ ტიპის განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციის და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებს?

. უკრაინაში რუსულმა აგრესიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ რუსეთი თავის ეკონომიკურ ბერკეტებს და ენერგო რესურსებს იყენებს მისი სამხედრო, პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის. შესაბამისად, რა გაკეთდა “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად, სასურსათო და ენერგო უსაფრთხოების კუთხით ნაკლებ დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის ფედერაციაზე და ნაკლები ზემოქმედების ბერკეტები ჰქონოდა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზე?

პრემიერ ღარიბაშვილის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართება.

პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა ღარიბაშვილს საინტერპელაციო კითხვები სექტემბერში გაუგზავნეს, თუმცა ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა