პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრს - რა ფორმით აპირებთ პასუხისმგებლობას, საქართველო რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს?

რა ფორმით აპირებთ პასუხისმგებლობას, საქართველო რომ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს? - ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მანჯგალაძემ ღარიბაშვილი ასევე იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამ დრომდე უკრაინაში არ ჩასულა.

„როდესაც ამ ისტორიულ შანსს დაკარგავს ქვეყანა თქვენი დამსახურების გამო, რა ფორმით აპირებთ პასუხისმგებლობას? თქვენ ხომ იმის ამბიცია გაქვთ, რომ კერპთაყვანისმცემლები არ ხართ და ხართ საქართველოს პატრიოტები, საქართველოს მოქალაქეებს უთხარით, რა ფორმით აპირებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს?

„მე ჩემი საქმე მაქვს, უკრაინაში ვერ ჩავალო“ და რა ვერ მოიცალეთ ასეთი, რა დაკავებული ხართ? 7-ჯერ თუ 8-ჯერ იყავით აზიაში, ერთხელ უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა მოხდებოდა? ფარისევლობაზე რომ ლაპარაკობდით, უკრაინელ ბავშვებს რომ ხვდებით, უკრაინაში მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი რომ ჩასულიყავით, რა მოხდებოდა?“, - მიმართა მანჯგალაძემ ღარიბაშვილს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს