ირაკლი კობახიძე - „ემპათია“ არის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული NGO და მის დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს - სააკაშვილზე არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული

„ემპათია“ არის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული NGO და მის დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს - სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ, დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

მისივე თქმით, დასკვნის მომზადებაში „ემპათიასთან“ ერთად ჩართული იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანებიც, რომელიც ამ პარტიას ჩამოჰყავს.

კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებმა სააკაშვილთან დაკავშირებით ზომაზე მეტი ყურადღება გამოიჩინა.

„სახელმწიფო უწყებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ და მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომებიც არის მიღებული, ვიდრე შეიძლებოდა სხვა შემთხვევაში ყოფილიყო მიღებული. მაგალითად, ამდენი ხნის განმავლობაში, თვეებია უკვე, ადამიანი არის არა საპატიმრო დაწყებულებაში, არამედ, საავადმყოფოში. ზომაზე მეტია ის ყურადღება, რომელსაც იჩენს სახელმწიფო. ის სამედიცინო დაწესებულებაშია, შესაბამისად, სათანადო მომსახურება არის უზრუნველყოფილი. ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება არის მიღებული პრაქტიკა. სააკაშვილი გარკვეული თვეების განმავლობაში, სათანადო დოზებით არ იღებდა საკვებს. მან თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით მიიყენა. ასეთი რაღაც არ ხდება და არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა