ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს და თქვენ რას აკეთებთ?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, შეასრულონ ევროპარლამენტის რეკომენდაციის 12 პუნქტიდან პირველი პუნქტი, რომელიც ქვეყანაში დეპოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

„რაც შეეხება ჩემ მთავარ პოზიციას მოლოდინთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი კოლეგები, ჩვენი ძვირფასი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, მუხლჩაუხრელად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს და არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს. კითხვით მოგმართავთ, თქვენ რას აკეთებთ, რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია ანუ ევროპელი ლიდერები, მეგობრები გეუბნებიან, რომ დაასრულეთ ეს სამარცხვინო რიტორიკაც და ქვეყნის მტრობა. რას აკეთებთ იმისათვის, რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ისედაც პოლარიზებული გარემო? - არაფერს, პირიქით, ყოველ დღე ცეცხლზე ნავთს ასხამთ. სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული ისე, როგორც აცხადებდით მანამდე პროცესისადმი და ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს აგრძელებთ. ეს არის რეალობა - თქვენ თუ გინდათ სიმართლის მოსმენა და არა ამ ფარისევლობის და სიყალბის გაგრძელება. მოგიწოდებთ ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ 1-ელი პუნქტი. შეასრულეთ 1-ელი პუნქტი, მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ და მზად ვარ, რომ კიდევ გავაგრძელოთ. ჩვენ თქვენთვის კარები არ დაგვიხურავს, მზად არიან ჩვენი გუნდის წევრები და პირადად მეც, ყოველთვის ვაცხადებთ მზაობას, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქვეყანაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა