ლევან ხაბეიშვილი პრემიერს - ივანიშვილმა არჩევანი ტერორისტი, მკვლელი პუტინის სასარგებლოდ გააკეთა, თქვენ კი ივანიშვილზე და მის ფულზე

ივანიშვილმა არჩევანი ტერორისტი, მკვლელი პუტინის სასარგებლოდ გააკეთა, თქვენ კი ივანიშვილზე და მის ფულზე, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ხაბეიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სტრასბურგში ხელს აღარავინ ართმევს.

“ბატონო ირაკლი, ამ ხნის განმავლობაში ბრიუსელში, სტრასბურგში უნდა გეცხოვრათ მაგრამ მესმის, რომ იქ თქვენ ხელს აღარავინ გართმევთ და მოგიყვებით, რატომ არ გართმევენ იქ ხელს. რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს კრემლიდან დავალება აქვს, რომ არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპა, არანაირი 12 პუნქტის შესრულება თქვენ არ გაინტერესებთ. ივანიშვილმა არჩევანი გაკეთა ტერორისტი, მკვლელი პუტინის სასარგებლოდ და თქვენ საქართველოს, სამშობლოს და ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთეთ ივანიშვილზე და მის ფულზე. უზნეობის და მოღალატეობრივი საქმიანობის ზენიტში ხართ ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი, თქვენს ბატონს, უფროსს, მფლობელს პუტინის კარის ოლიგარქთან ევტუშენკოვთან „ლავსთორი“ აქვს და თქვენ ეს არ გაწუხებთ. თქვენი მინისტრი "კაგებეს", "ეფ-ეს-ბეს" გენერლებს ფარულად მასპინძლობს საქართველოში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მიმტანებად გადააქციეთ.

4 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მოსკოვის მიმართულებით რეისი შეასრულა ამერიკელების მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიამ და სავარაუდოდ, სამხედრო დრონები ჩაიტანა კრემლში. ცხადია, უკრაინის საწინააღმდეგოდ. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ფრენის გატარებაზე ოფიციალურმა ბაქომ უარი თქვა, მაგრამ მაშველი რგოლი აღმოჩნდით თქვენ და თქვენი პირადი პილოტი, ბატონი მეზვრიშვილი, რომელიც გენერალური მდივანია აერონავიგაციაში, მისი მამა ბიძინა ივანიშვილის პირადი პილოტია და ამ ადამიანმა აუნთო „მწვანე შუქი“ სწორედ აი, ამ სანქცირებულ ავიაკომპანიას, რომელმაც კრემლში სავარაუდოდ, უკრაინის საწინააღმდეგო დრონები ჩაიტანა.

ასევე, რუსეთმა ტერორისტული მოქმედებები დაიწყო უკრაინაში და თქვენ, ანუ ივანიშვილის მარიონეტულმა მთავრობამ, 34 შესყიდვა განახორციელეთ და რუსული ნავთობი და საწვავი იყიდეთ. აქედან 29 შემთხვევაში ეს იყო სანქცირებული.

ამის პარალელურად, თქვენ ახორციელებთ პრორუსულ, ანტიდასავლურ, ანტიქართულ კამპანიას, თავს ესხმით ომში მყოფ უკრაინას და მის ლიდერებს. უკრაინის პრეზიდენტს მოიხსენიებთ კლოუნად. უახლოეს ისტორიაში ყველაზე მამაცი მთავარსარდალია ზელენსკი, რომელიც ამარცხებს მკვლელ პუტინს და მის რუსეთს, რომელიც არის მსოფლიო წესრიგის და მშვიდობის მტერი,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს