არჩილ თალაკვაძე პაატა მანჯგალაძეს - ბატონო მანჯგალაძე, 1 გბ. პოლიტიკური მეხსიერება არ გაგაჩნიათ

ბატონო მანჯგალაძე, 1 გბ. პოლიტიკური მეხსიერება არ გაგაჩნიათ, - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიმართა.

თალაკვაძემ მას წარსულში, მედიასივრცეში არსებული მდგომარეობა შეახსენა და აღნიშნა, რომ მედია ახლა ისეთი თავისუფალია, როგორიც არასდროს ყოფილა.

„არც კი გახსოვთ, გუშინ რა ხდებოდა, როცა მედიამენეჯერს და თავისუფალი მედიის ფლაგმანს ეძახით ადამიანს, რომელიც არბევდა მედიას, არც კი გახსოვთ, როცა ის ოპოზიციაში იყო და „რუსთავი2“-ის დირექტორი გახდა, ბრიფინგი ჩაატარა, ჟურნალისტებს უნდა შევახსენო, პირდაპირ ეთერში თქვა, დიახ, მე ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის ვიყენებდიო, თქვენი განცხადებები არ მახსოვს მაშინ, მისთვის შეგესწორებინოთ, რომ ჟურნალისტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, თავისუფალი მედია არ არის. ჩვენ დროს კი, რა ხდება? - 20 მედიასაშუალებაა ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი, 120-ზე მეტი რეგიონული მედიაა. ის ლიცენზიების სისტემა, რაც გქონდათ, გველეშაპივით რომ იყავით ჩაბღაუჭებული, გაუქმებულია და დღეს ნახეთ განსხვავებული აზრი, ნახეთ თუნდაც, ხელისუფლების მიმართ კრიტიკა. რა თავისუფალ მედიაზე და რომელ მედიამენეჯერებზე საუბრობთ საერთოდ? დღეს მედია თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და მითუმეტეს თქვენი დემოკრატიის პირობებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო