საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ნორვეგიის სახელმწიფო მდივანმა დარგობრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანს საქართველოში ციფრული მმართველობის სფეროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.

რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული მიზანია, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სერვისების მიწოდება როგორც დიდ ქალაქებში, ისე სოფლებსა და დაბებში.

„ამ მიზნით ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს იუსტიციის სახლები, რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მცხოვრები მოსახლეობისათვის კი, სერვისების მიწოდებას ინოვაციური პროექტი – მობილური იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს.

რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა დღესაც გრძელდება. სულ მალე დასრულდება მუშაობა კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტზე. JUSTapp მობილური აპლიკაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, იუსტიციის სახლის სერვისები სახლიდან გაუსვლელად მიიღონ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანი ციფრული მმართველობის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით რატი ბრეგაძემ ნორვეგიის სახელმწიფო მდივანს ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატი ბრეგაძე გან კარინ ჯულს ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა