პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უსმენენ

პარლამენტის პლენარული სხდომა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინტერპელაციით განახლდა.

ჩხენკელი პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაიბარეს.

მინისტრი პლენარულ სხდომაზე შემდეგ ოთხ კითხვას გასცემს პასუხს:

. საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია - 11 სკოლა და 47 სექტორი, რომელთა კონტინგენტი იზრდება. პარალელურად იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. როგორი არის სამინისტროს პოლიტიკა? კერძოდ, გულისხმობს თუ არა იგი რუსულენოვანი სკოლების და სექტორების რაოდენობის ზრდას? თუ გულისხმობს, საიდან მოჰყავს პერსონალი? რა პრინციპით ხელმძღვანელობს სამინისტრო კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციის მინიჭების დროს?

. სტატუსშეჩერებულის სტუდენტების რაოდენობა კოლოსალურად იზრდება. რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად მაშინ, როდესაც სტუდენტები უკიდურესად მძიმე სოციალურ სიდუხჭირეს განიცდიან.

. არსებობდა და მიმდინარეობდა სკოლების ინტერნეტიზაციის და სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროგრამა. ახლა ეს პროგრამა შეჩერებულია. აპირებთ თუ არა აღნიშნული პროგრამის განახლებას?

. თქვენ აპირებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ბ-კორპუსის დემონტაჟს. ეს სკოლა ისტორიულია თავისი ასაკითა და მნიშვნელობით. ნიგოითის სკოლის დაარსებას, თავის დროზე მეცხრამეტე საუკუნეში, განუზომელი კულტურული და ეროვნული დანიშნულება ჰქონდა მთელი გურიისთვის. რატომ არ ფიქრობთ დემონტაჟის თავიდან ასაცილებლად გამონახოთ ადეკვატური გზები და რატომ არ ზრუნავთ ისტორიული მნიშვნელობის შენობის შესანარჩუნებლად?

საინტერპელაციო კითხვების ავტორები არიან: ნიკა მაჭუტაძე, ანა წითლიძე, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, თამარ ჩარკვიანი, სულხან სიბაშვილი, ბაჩუკი ქარდავა და გიორგი ბოტკოველი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს