კელი დეგნანი არასამთავრობოების შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე - ეს მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს

ეს მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო სექტორზე გაკეთებულ „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

მისი თქმით, ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში.

„ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც მინახავს საქართველოში რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. მათ შორის ბევრი მიმართულებით, იქნება ეს გარემოს დაცვა, საჭიროების მქონე ოჯახებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ახალგაზრდა ხალხის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარება. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ძალიან ბევრი სახეობა არსებობს და ისინი ადგილობრივი ხალხისგან შედგება, რომელთაც სურთ გარკვეული პრობლემის მოგვარება და გახადონ ეს ქვეყანა, ეს საზოგადოება უკეთესი ყველასთვის.

ეს ხანდახან მაკვირვებს ხოლმე, რადგან პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის მმართველი პარტიიდან, მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, იქიდან იწყებდნენ, წვლილი შეჰქონდათ საქართველოს განვითარებაში საკუთარი კარგი მუშაობით არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამიტომ ახლა ჩემთვის ცოტათი გასაკვირია იმის გაგონება, რომ ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ძალიან არ გამიხარდებოდა ისეთი საქართველოს ნახვა, რომელსაც დაკარგული ექნება ძალა და ხმა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ხალხს. ეს ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია”, - განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ განცხადებით, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რაზეც კანონპროექტს მოამზადებენ. „ხალხის ძალას“ მიაჩნია, რომ „უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს