გიგი წერეთელი - EPP-ს რეზოლუცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება  იმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რაც ქვეყანას დღეს ევროინტეგრაციის პროცესში სჭირდება

"ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) რეზოლუცია არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ძალიან სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება ევროინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს რეზოლუცია შეაფასა.

მისი თქმით, რადგან ხელისუფლება არ იცვლის პოზიციებს, მისი შეცვლაა საჭირო და ეს საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასეა, დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ამ რეზოლუციაში ყოფილიყო სხვა მოწოდებები, მაგალითად, რეფორმების ტემპთან დაკავშირებით, ან რაღაცის ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, მაგრამ საუბარი არის ისევ პოლიტპატიმრებზე, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებაზე, დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე და ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებაზე. მათ შორის, საუბარია სანქციებზე. ასევე საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება გამოყენებული იქნას ომის გზავნილი, როგორც მანიპულაციის მექანიზმი ხელისუფლების მხრიდან, თითქოს დასავლეთსა და ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ესენია საკითხები, რომელიც აფერხებს და ართულებს საქართველოსთვის იმ ევროპულ პერსპექტივას, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და არა ხელისუფლებას. ეს არის სწორედ დღევანდელი რეალობა და რადგან ხელისუფლება არ იცვლის პოზიციებს, მისი შეცვლაა საჭირო და ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების ამოცანა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა