ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - რაც თქვენ, ყველამ ერთად მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა ზურა ჯაფარიძემ მოგვიანებით - ეს არის თქვენი დამოკიდებულება რუსეთთან - იმის მიშვერა, რაც არ შეიძლება რუსებს მიუშვირო!

ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ომში არ ჩართვის გამო არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს განაცხადა ზურა ჯაფარიძემ, რომელიც ცნობილია იმით, რომ არ ვიტყვი, რა მიუშვირა რუსებს თავის დროზე. რაც თქვენ ყველამ ერთად მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა მან მოგვიანებით. ეს არის თქვენი დამოკიდებულება რუსეთთან - იმის მიშვერა, რაც არ შეიძლება რუსებს მიუშვირო , - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

კობახიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ევროპაში დასეირნობს და „სელფებს“ იღებს, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს კანონებზე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

„პრემიერს, რომელსაც უამრავი საქმე აქვს, გარდა საგარეო პოლიტიკისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისა პრემიერი ახერხებს იმას, რომ 15-ზე მეტი ვიზიტი ხორციელდება მარტო ამ მიზნით, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი ინტერესების ლობირება. არ ვსაუბრობ სხვა დონის ვიზიტებზე, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრზე, ილია დარჩიაშვილზე, რომელსაც ჰქონდა 19 ვიზიტი გასული 19 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ არის დიდი ინტერესი და სერიოზული ძალისხმევა იმ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ინტერესების ლობირება. ზუსტად, იმ პერიოდში, როდესაც თქვენ მართლა დასეირნობთ, ოღონდ არა მარტო დასეირნობთ, პირდაპირ ლობირებთ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ევროპის ქვეყნებში და დედაქალაქებში და იღებთ სელფებს. ზუსტად, იმ პერიოდში, როდესაც აქეთა მხარეს ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ერთი მხრივ, კანონებზე და მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მხარი დაგვიჭირონ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თქვენ ქვეყნის საზიანოდ ლობირებას ახორციელებთ. არც, აქ ხართ ჩართული კანონების შემუშავების პროცესში და იქ, ქვეყნის საზიანოდ საუბრობთ.

თქვენ განაცხადეთ, რომ ჩვენ ვუკავშირებთ ერთმანეთს ომს და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ დროს თქვენი „ტროიკის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც განაცხადა შემდეგი: რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება იყო პასუხი კითხვაზე - „აბა ომი გინდათო“? ზურა გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც თქვენი „ტროიკის“ წარმომადგენელია განაცხადა, რომ ომში არ ჩართვის გამო არ მოგვენიჭა ჩვენ კანდიდატის სტატუსი. ეს განაცხადა ზურა ჯაფარიძემ, რომელიც ცნობილია იმით, რომ არ ვიტყვი, რა მიუშვირა რუსებს თავის დროზე. რაც თქვენ ყველამ ერთად მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა მან მოგვიანებით, როგორც „გირჩის“ წარმომადგენელმა. ეს არის თქვენი დამოკიდებულება რუსეთთან - იმის მიშვერა, რაც არ შეიძლება რუსებს მიუშვირო“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ.

„ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი, ლევან ხაბეიშვილი იტყოდა „ქურქუმალ ვაით“ (Curriculum Vitae) თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი" და ამ „ქურქუმალ ვაითით“, სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს ქართული საზოგადოება“, - განაცხადა კობახიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა