პაატა მანჯგალაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე - ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო

ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომ მანჯგალაძეს „1 გბ. მეხსიერებაც არ გააჩნია“.

პაატა მანჯგალაძის თქმით, როდესაც ლოგიკურ კითხვებზე პასუხი არ აქვთ, ხელისუფლების წევრები შეურაცხყოფაზე გადადიან, რაც არც მათ სიძლიერეზე და არც ღირსებაზე არ მეტყველებს.

„მე ნამდვილად არ მიკვირს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან შეურაცხყოფა. როდესაც მათ დადასტურებული ფაქტებით ამხელ ანტიქართულ ქმედებებში, სამწუხაროდ, პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან. რეალურად, მათი გაღიზიანება გამოიწვია ჩემს მიერ დასმულმა შეკითხვებმა:

რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდნენ ისინი, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების ამ ისტორიულ შანსს დაკარგავს და კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა;

სად იქნებოდა დღეს უკრაინა, თავისუფლებისთვის მებრძოლი ზელენსკის ნაცვლად მთავარსარდლად ღარიბაშვილი და "ქართული ოცნების" მსგავსი ხელისუფლება რომ ჰყოლოდა.

რა თქმა უნდა, უკრაინა დიდი ხნის ჩაბარებული, თავისუფლება წართმეული და განადგურებული იქნებოდა.

როდესაც ამ ლოგიკურ კითხვებზე პასუხი არ აქვთ, გადმოდიან შეურაცხყოფაზე, ეს არ მეტყველებს არც მათ სიძლიერეზე და არც ღირსებაზე.

ყველაზე კარგი და მოკლე პასუხი თალაკვაძის მისამართით კი იქნებოდა ცნობილი გამონათქვამი: ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, მითუმეტეს, როდესაც საკითხი საქართველოსა და მის მომავალს ეხება”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ბატონო მანჯგალაძე, 1 გბ. პოლიტიკური მეხსიერება არ გაგაჩნიათ“, - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიმართა.

თალაკვაძემ მას წარსულში, მედიასივრცეში არსებული მდგომარეობა შეახსენა და აღნიშნა, რომ მედია ახლა ისეთი თავისუფალია, როგორიც არასდროს ყოფილა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს