ნათია მეზვრიშვილი - თუკი 12 - პუნქტიანი გეგმა ვერ შესრულდება, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ კი არ დაადანაშაულებენ, არამედ ოპოზიციასაც - ბატონ ვაშაძეს და მისნაირებს დაადანაშაულებენ

ღარიბაშვილი პარლამენტში მოდის და მთავარი სალაპარაკო ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ და ახლა გიორგი ვაშაძე შემოემატა ამ ცირკს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართული საზოგადოება გულუბრყვილო ჰგონია.

„როგორც ჩანს, ეს ხალხი ქართულ საზოგადოებას სათანადოდ არ იცნობს. როგორც ჩანს დაავიწყდათ, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ასიათასობით მოქალაქე იყო შეკრებილი რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის და ეროვნული ინტერესების შემლახავი განცხადების გამო.

ღარიბაშვილი პარლამენტში მოდის და მთავარი სალაპარაკო ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ და ახლა გიორგი ვაშაძე შემოემატა ამ ცირკს. ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ამაზე მოუწევს პასუხისგება ამ ადამიანს, მის პატრონსაც და ოპოზიციის ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც ამ ყველაფერზე, ცეცხლზე ნავთს ასხამს და „ოცნებას“ მაშველ რგოლად ევლინება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, თუკი 12 პუნქტიანი გეგმა ვერ შესრულდება, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ კი არ დაადანაშაულებენ, არამედ ოპოზიციასაც -„ბატონ ვაშაძეს და მისნაირებს დაადანაშაულებენ“.

„მე არა, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს არა და ვერა, იმიტომ, რომ ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. მე ის კი არ მიხარია, რომ ევროპარლამენტარები ხვალ „ქართულ ოცნებას“ ყურს აუწევენ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან ერთად. ამ ყველაფერში ის არის ცუდი, რომ „ოცნებას“ უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი იმაზე, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნიან და ამ პასუხისმგებლობის გადანაწილება ხდება ოპოზიციაზე, იმიტომ, რომ ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა ეგო ვერ დაძლიეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს