მცირეწლოვან შვილებზე ძალადობის მუხლით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვები სინამდვილეში „დედის მძევლები არიან“

ადვოკატ კონსტანტინე გელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვიტალი სალავიოვს მცირეწლოვან შვილებზე ძალადობის მუხლით პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი სასამართლო დღეს იმსჯელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, ვიტალი სალავიოვის მიმართ ბრალის წარდგენის არც ფორმალური, არც ფაქტობრივი, არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და ამ მოცემულობის ფონზე, მისთვის გაუგებარია, რატომ წარუდგინა საგამოძიებო უწყებამ ბრალი მამაკაცს.

ადვოკატის მტკიცებით, შვილებზე მამა არ ძალადობდა. მისივე განმარტებით, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს საკუთარ შვილზე ვიტალი სალავიოვის მეუღლე. მისივე განმარტებით, ძალადობის შემთხვევა რუსეთში მოხდა და ის 2020 წელს არის გადაღებული.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვებზე ძალადობის ფაქტზე დედის წინააღმდგ სისხლის სასამართლის საქმე რუსეთში აღიძრა, თუმცა მან მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქვეყნის დატოვება და საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა. მისივე თქმით, უცნობია, თუ სად არიან ახლა ბავშვები და დედა.

„მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დედამ ბავშვები სკოლიდან გაიტაცა. ორ დღეში კი ბავშვების სახელით განცხადება გაკეთდა, თითქოს მამა ბავშვებზე ძალადობდა. მისი დაკავების საფუძველი ეს არის. წარმოდგენილია ბავშვების ხელით დაწერილი განცხადება, თითქოს მამა მათზე ძალადობდა. რეალურად კი, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თუ გავითვალისწინებთ ფსიქოლოგების და ექსპერტიზის დასკვნებს, რაც ამ ბავშვების რეაბილიტაციის დროს ჩატარდა და ეს იყო მაშინ, როცა მამასთან ცხოვრობდნენ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბავშვები ახლა დედის მძევლები არიან. ამაზე ფსიქოლოგებმა შესაბამისი დასკვნები გააკეთეს, ჩატარდა არაერთი სხდომა და განმარტება გაკეთდა სასამართლოს წინაშე და მათ ჩვენებაზე დაყრდნობით ვსაუბრობ.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს დედა ბავშვზე, ეს ხდება რუსეთში და ამ ფაქტების ნახვის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის პასუხისგებაშია მიცემული ბავშვების მიმართ წამების და ძალადობის მუხლით. მასზე ძებნაც გამოცხადდა, მაგრამ ვიდრე ძებნა გამოცხადდებოდა ბავშვების ნახვის შემთხვევით ისარგებლა და სამივე შვილი რამდენიმე ქვეყნის გავლით საქართველოში ჩამოიყვანა. ახლა სად არიან ისინი მამამ არ იცის.

ვიდეოში ასახული ბავშვზე ძალადობა 2020 წლის ბოლოს ხდება, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში ქალმა ბავშვები სკოლიდან გამოიყვანა, ამის შემდეგ მამამ არ იცის მათი ადგილსამყოფლის შესახებ, თუმცა გამოძიების ორგანომ იცის“, - აცახდებს ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს