ბაჩო დოლიძე - სამწუხაროდ, ბევრ ჩვენს მეგობარს, რომელიც პარტიაში მოწინავე პოზიციებს იკავებს, გათვითცნობიერებული არ აქვს პასუხისმგებლობა

დღევანდელ დღეს ჩვენს პარტიას თუკი სადმე აქვს პრობლემა, ეს არის ის, რომ სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მეგობარი, რომელიც მოწინავე პოზიციებს იკავებს, გათვითცნობიერებული არ აქვს პასუხისმგებლობა და ბოლო დღეების განმავლობაში მესმოდა მცდელობა ერთ ადამიანზე ამ ყველაფრის გადაბრალების, რაც არასწორია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა თავისუფალია საკუთარი პოზიციების გამოხატვაში, ისევე როგორც მოქმედებებში.

„საერთოდ, ჩართული რომ არ ვიყო პროცესში, როდესაც ვარ გუნდის წევრი, თან მაღალ პოზიციას როდესაც ვიკავებ, ენა არ მომიბრუნდება ამ ყველაფერზე ვისაუბრო. თუმცაღა, აბსოლუტურად ყველანი თავისუფლები ვართ ჩვენი პოზიციების გამოხატვაში, ასევე ჩვენ მოქმედებებში. ასე, რომ ახლა კანდიდატებს წარმატებებს ვუსურვებ, ჯერი ახლა სამუშაო ჯგუფზეა“, - აღნიშნა დოლიძემ.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსი აცხადებს, ერთი კვირა არ იყო გასული, როცა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ჯერ ერთმა კანდიდატმა დაასახელა თავი და მერე მოხსნა. მისივე განცხადებით, ანალოგიური იყო საპირისპიროდ. დოლიძის აზრით, გარკვეულ შეთანხმებულ სვლებს აქვს ადგილი.

„ერთი კვირა არ იყო, პრინციპში, გასული, როცა ჯერ ერთმა კანდიდატმა დაასახელა თავი და მერე მოხსნა, ანალოგიური იყო საპირისპიროდ. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ამის უფლება აქვთ. არცერთ ნაბიჯს ამ შემთხვევაში არც ვაკნინებ აღნიშნული კანდიდატების, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაც შეთანხმებული სვლები ჩანს. ამის შეფასებას ნამდვილად გავაკეთებ სწორ ფორმატში პირველ რიგში ჩვენს მხარდამჭერებთან და მერე, რაღა თქმა უნდა, არც საჯაროდ არ იქნება ეს ყველაფერი დაფარული. ამიტომ გვინდა მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი მხარდამჭერების, რომ სრული სურათის შემდგომ, ჩვენმა მომხრეებმა თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება მთელი ამ პროცესების გათვალისწინებით - როგორც დაიწყო ეს პროცესები, როგორც ვითარდება და როგორც შეიძლება განვითარდეს“, - განაცხადა დოლიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შანსები აქვს ლევან ხაბეიშვილს და ნიკა მელიას, დოლიძემ განმარტა, რომ ყველაზე მეტად ამ საკითხზე საუბარი და სპეკულირება არ უყვარს.

„ან ერთი მხარის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ აი, რაღაც რაოდენობა ადამიანების მე მიჭერს მხარს და უერთდება ამ იდეას, ან მეორე მხრიდან არის დიდი შეცდომა. ჩემი აზრით, რაღაც დონეზე ცოტა სპეკულაციაც არის“, - აღნიშნა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა