დმიტრო კულება - უკრაინის პარტნიორებს ვაფრთხილებ: ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს - ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და არა ფრე

ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პანევროპული კავშირის კონგრესის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ გამარჯვება გვჭირდება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის აღების საშუალებას მივცემთ, პუტინი შუა ევროპაში გაყინულ კონფლიქტს გააჩენს, ნელი მოქმედების უზარმაზარ ნაღმს, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს. ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა. ვაფრთხილებ უკრაინის პარტნიორებს: ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს, ვინაიდან ეს თქვენი კომპრომისებიც იქნება საკუთარ უსაფრთხოებასთან”, - განაცხადა კულებამ.

მისივე სიტყვებით, მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ მიისწრაფის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ “ასეთი ომები ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით უნდა სრულდებოდეს”.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა