გიორგი ვაშაძე - მხარს ვუჭერ, რომ თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ, პრეზიდენტმა შეიწყალოს - პრეზიდენტი თუ სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებითაა აღსავსე, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის

მე მხარს ვუჭერ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, ის პრეზიდენტმა შეიწყალოს - თუ "არა და არასდროს" და ხალხს არ ელაპარაკება, სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებით არის აღსავსე, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე- „თავისუფლება მიშას” ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

"ჩვენ რა ქვეყანას ვაშენებთ? ქვეყანას, სადაც გვინდა, რომ ერთმანეთი გავანადგუროთ, თუ სადაც გვინდა, რომ ნორმალურ, ცივილურ სტანდარტებზე დაფუძნებული სახელმწიფო ავაშენოთ?! ეს არჩევანია. მე მხარს ვუჭერ, რომ თუ საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, შეიწყალოს პრეზიდენტმა. ბევრი მექანიზმია და რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული, თუ რეალურად გვინდა წინ წავიდეთ?! თუ "არა და არასდროს" და ხალხს არ ელაპარაკება, სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებით არის აღსავსე პრეზიდენტი, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის. მე ვინ მომწონს და ვინ არა, ეს კი არაა, არამედ რა სჭირდება სახელმწიფოს!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გზით იქნება ეს, თუ შეწყალების გზით, ან როგორი გზაც არ უნდა იყოს",-აღნიშნავს ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა